|
|||||
|
|||||
|
ჯანმრთელობის
დაცვის სახელმწიფო პროგრამების ხარჯთეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით
სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
|
|||||
|
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ხარჯთეფექტურობის გაზრდის, განფასებისა და ანაზღაურების მეთოდოლოგიის დახვეწის, სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხვიანობისა და ფასწარმოქმნის ერთიანი სტანდარტების შემუშავების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით: ა) ზაზა სოფრომაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელი; ბ) მარინა დარახველიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი; გ) ილია ტარასაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი; დ) მაია გოტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი, ჯგუფის წევრი; ე) ირმა ქიტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ჯგუფის წევრი; ვ) მიხეილ ჯანიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი; ზ) ლელა წოწორია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი; თ) თეა თავიდაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი; ი) ქეთევან გოგინაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შტატგარეშე მუშაკი, ჯგუფის წევრი; კ) მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი; ლ) ირაკლი ტაბატაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი; მ) სარგის ციხელაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო ბანკის მმართვისა და სტატისტიკური ანალიზის დეპარტამენტის, სტატისტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი, ჯგუფის წევრი; ნ) მაია კერესელიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი; ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა წარმომადგენელი, ჯგუფის წევრი. 2. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მოწვეული წევრის სტატუსით მონაწილეობა ეთხოვოს: ა) ირმა მჟავანაძეს - საქართველოს
მთავრობის კანცელარიის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის
საბჭოს აპარატის ეკონომიკის დეპარტამენტის წარმომადგენელს; ბ) ქეთევან თათოშვილს - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტის წარმომადგენელს; გ) გიორგი ხეჩინაშვილს - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ოფისის ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერი, ჯანდაცვის სისტემებისა და დაფინანსების უფროსს მრჩეველს.
3. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი:
ა) იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს;
ბ) უძღვება სამუშაო ჯგუფის საქმიანობას;
გ) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის სამუშაო განრიგს და ჯგუფის წევრების ამოცანებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, სამინისტროს ექსპერტებსა და სამედიცინო ასოციაციებს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად. 4. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს. 5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |